აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯან-ირან-საქართველოს ენერგოდერეფნის შექმნა პრიორიტეტული საკითხია, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
"დღეისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ექსპორტ-იმპორტის ტექნიკური სიმძლავრე 650 მეგავატია, აზერბაიჯანსა და ირანს შორის კი 400 მეგავატი. მიმდინარეობს ღონისძიებები ამ სიმძლავრეების გაზრდისთვის, ამასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ენერგოდერეფნის პროექტის განვითარებისთვის", - აცხადებენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში.
ამასთანავე, უწყების ინფორმაციით, გრძელდება მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან, "იაშმა-დერბენდის" მეორე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის თემაზე, რომელიც 330 კილოვოლტი სიმძლავრის იქნება.