კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა ახალ სამართლებრივ რეგულაციებზე მწირი ცოდნით არის განპირობებული, - აღნიშნულის შესახებ განცხადება სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ გააკეთა. ბარაბაძის თქმით, პრაქტიკიდან გამომდინარე სააგენტო ბიზნესთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრების გამართვას აპირებს.
"კონკურენციის სააგენტოს უპირატესი ამოცანაა ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება, რათა მათი მხრიდან მოხდეს პრობლემატიკის წარმოჩენა.
პრაქტიკამ ცხადყო, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები რაც გამოვლინდა ჩვენი მხრიდან, განპირობებულია ახალი სამართლებლივი რეგულაციების მწირი ცოდნით ან მათი არასწორი ინტერპრეტაციით.
ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრები გავმართოთ როგორც ბიზნესთან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, - განაცხადა გიორგი ბარაბაძემ.