ბათუმში სტუდენტების 150 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი აშენდება - ამის შესახებ BMG-ს აჭარის მთავრობიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2018 წლის ბოლოს დასრულდება. ამასთან, უკვე დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაც, რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 700 000 ლარია გამოყოფილი. შენობა სამ სართულიანი იქნება, 27 აუდიტორიითა და დარბაზით. ახალი კორპუსი შშმ პირებისთვისაც ადაპტირებული იქნება.