მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: ევროპაში წელს საშობაო სოფლები არ გაიხსნება

5fb400fd347cf
მარიამ ადამია
17.11.20 22:50
1726
ინგლისში ზუსტად 5 ნოემბერს გამოცხადდა რიგით მეორე ლოქდაუნი და ის სავარაუდოდ 2 დეკემბრამდე გაგრძელდება. დახურულია ყველაფერი, გარდა სუპერმარკეტებისა და სასწავლო დაწესებულებისა.

მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ გარეთ არ გამოვიდნენ, თუკი ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არის. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შობისთვის მდგომარეობა დასტაბილურდება ქვეყანაში. გარდა ამისა აქ ლოქდაუნმა პოლიტიკური სახეც მიიღო და ბორის ჯონსონის მთავრობას უწევს ოქროს შუალედის დაცვა. ანუ თან აკონტროლოს რომ ეპიდ-ვითარება არ გაუარესდეს და მეორე მხრივ, დაარწმუნოს ადგილობრივები, რომ არ დაარღვიონ მასობრივად ეს რეგულაციები და აკრძალვები. ცხადია მიუხედავად ულამაზესად მორთული ქუჩებისა, აქ ხალხს ტრადიციული და ჩვეული შობა ვერ ექნება.

ანალოგიურია მდგომარეობა საფრანგეთში, სადაც კომენდანტის საათი 1 დეკემბრამდე მოქმედებს, ხოლო მთავარი საშობაო ბაზრობები, გლინტვეინებით, სუვენირებითა და დეკორაციებით პარიზში, ლიონში, ბორდოსა თუ სხვა ფრანგულ ქალაქებში წელს არ გაიხსნება. ასევე არცერთი საშობაო ბაზარი და სოფელი არ გაიხსნება იტალიაში და მინიმუმ დეკემბრამდე დახურულია ბარები და რესტორნები. ამოქმედებულია კომენდანტის საათი და აქაც ადამიანები სახლებში რჩებიან.

რაც შეეხება გერმანიას, ნიურბერგსკის საშობაო სოფელი პირველად 1628 წელს რომ გაიხსნა, მას შემდეგ არცერთი წელი არ ჩაუგდია და დაახლოებით 2 დან 4 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად. წელს კი ის ისტორიაში პირველად, საერთოდ არ გაიხსნება. ასევე არ გაიხსნება ქვეყანაში არსებული 3000 საშობაო სოფელი, სადაც ტურისტები სეზონზე, ნოემბრიდან-იანვრამდე 3 მილიარდ ევროს ხარჯავენ.

ჩეხეთში კი საშობაო ბაზრობები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიგეგმა, რომ 26 ნოემბრიდან გახსნილიყო, თუმცა რელურად ჯერ მათი გაუქმების შესახებ არაფერი თქმულა და არც გეგმებზე ისმის რაიმე. ერთადერთი რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ბალტიის ქვეყნებიდან, ტრადიციული გზებითა და უსაფრთხოების ზომების დაცვით, მხოლოდ ესტონეთში იგეგმება შობა/ახალი წელი. როგორც ჩანს აქ სათანადოდ ვერ მოიპარა კოვიდმა დღესასწაულები.

არც ლიეტუვაში იგეგმება ოფიციალური ღონისძიებები და არც ლატვიაში, სადაც კომპანია IKEA-ს გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 47% არ გეგმავს შობა/ახალ წელს სტუმრად წასვლას ან დიდ/ხალხმრავალ ადგილას აღნიშვნას.

არ იქნება დიდი ღინისძიებები არც შვედეთში, გაუქმდა საშობაო ბაზრობებიც. ფინეთში კი მართალია მკაცრი ლოქდაუნი არ არის, მაგრამ ამ ქვეყანაში მოხვედრა რთულია, რადგან ავიამიმოსვლა დანარჩენ სამყაროსთან მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი.

ხოლო ლაპლანდიაში, სადაც თავად სანტა კლაუსის რეზიდენციაა, ტურისტების 80%-იან კლებას ვარაუდობენ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დაგეგმილია, რომ ვინც სოფელში შევა, სანტა კლაუსი მას მიიღებს, მაგრამ კომუნიკაცია შედგება გამჭვირვალე მინის საშუალებით.