მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმა მეტობით გადახდილი 1,930,000,000 ლარის დღგ უკან დაიბრუნა - ხუციშვილი

61dbe5277c1e1
შოთა ტყეშელაშვილი
10.01.22 11:57
766
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გასული წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 109 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა. ფინანსთა მინისტრმა მეტობით გადახდილი დღგ-ს წლიური სტატისტიკაც წარადგინა. მისი თქმით, გასულ წელს ბიზნესს მეტობით გადახდილი თითქმის 2 მილიარდის დამატებული ღირებულების გადასახადი დაიბრუნა. 

"2021 წელს ორჯერ შევიტანეთ ბიუჯეტში ცვლილებები, მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების ნაწილი 1.2 მილიარდით გავზარდეთ, შემოსავლების გეგმა იყო 13,271,000,000 ლარი, ფაქტიური შესრულება კი იყო 13,380,000,000 ლარი. დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით გადაჭარბება გვაქვს 109 მილიონი ლარი.

უპრეცედენტოდ მაღალი იყო მეტობით გადახდილი დღგ-ის დაბრუნება, რამაც 1,930,000,000 ლარი შეადგინა, რაც ჯამურად აღემატება ამ რეფორმის დაწყებამდე ბოლო 11 წელში ჯამურად დაბრუნებულ დღგ-ს.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, 100%-იანი შესრულება გვაქვს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე ნაერთი ბიუჯეტის მიმართულებით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 19,799,000,000 ლარი შეადგინა, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები კი 22,260,000,000 ლარი იყო. გასულ წელს ინფრასტრუქტურაზე მიიმართა 4,768,000,000 ლარი, რაც მშპ-ის 8.1%-ია; მიმდინარე წელს კაპიტალური ხარჯები დაგეგმილია მშპ-ს 9%-ზე, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

დღგ-ს ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემა 2019 წლის თებერვალში ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები