მედია სააგენტო BMG-ის ჟურნალისტის, თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე არდაშვების ფაქტი, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, ორგზის დაფიქსირდა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების პრაქტიკის 2022 წლის ანგარიშში მოხვდა.
“წლის განმავლობაში, ბევრმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მაღალჩინოსნებმა მათ საჯარო ღონისძიებების გაშუქების საშუალება არ მისცეს ან, მოთხოვნისამებრ, მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდეს. 19 მარტს, მაგალითად, “ტვ პირველის” ჟურნალისტი, ნატალია ქაჯაია პარლამენტში მას მერე არ დაუშვეს, რაც მან პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კრიტიკული შეკითხვები დაუსვა.
22 მარტს, ოპოზიციურად განწყობილი მედიის წარმომადგენლები ეროვნულ გალერეაში არ შეუშვეს, სადაც კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ოფიციალური ოფიციალური ვიზიტი იმართებოდა. სექტემბერში, “ბიზნეს მედია საქართველოს” ჟურნალისტი, თელარა გელანტია მთავრობის სხდომის გასაშუქებლად არ დაუშვეს”, - ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.