ბოლო ერთ კვირაში საქართველოში covid-19-ის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნია, რომ 20-27 ივნისის კვირაში ინფიცირების რიცხვი 1 058 იყო.
NCDC-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 1 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
Covid-ით ერთ კვირაში 3 ადამიანი გარდაიცვალა.
27 ივნისიდან 3 ივლისის პერიოდში სულ ჩატარდა - 63 443 ტესტი ( 56 699 ანტიგენ ტესტი, 6 744 პჯრ ტესტი ).
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 4.05%