დიდი ბრიტანეთის საელჩო პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„თვალყურს ვადევნებთ თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს, კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში“ – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.