მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული ტურისტული კონცერნი Thomas Cook გაკოტრდა

5d88688272f95
მიხეილ ხაჩიძე
23.09.19 12:30
1751
ცნობილი ბრიტანული ტურისტული კონცერნი  Thomas Cook  გაკოტრდა. მსოფლიოში უძველესმა ტურისტულმა სააგენტომ იძულებითი ლიკვიდაციის შესახებ დღეს გამოაცხადა.

როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ გაკოტრების შესახებ ოფიციალური მიმართვა სასამართლოში უკვე წარადგინეს.


კონცერნის აღმასრულებელი დირექტორი ბრიტანულ მედიასთან აცხადებს, რომ ეს არის "ღრმად სევდიანი დღე" კომპანიის ისტორიაში.

მისივე ინფორმაციით, ფინანსების მოძიების მიზნით, ინვესტორებთან მოლაპარაკებები კვირას საღამომდე მიმდინარეობდა; კონცერნი  Thomas Cook  დამატებით, 200 მილიონი ფუნტი-სტერლინგის ინვესტიციას საჭიროებდა.



კომპანიის გაკოტრების შედეგად, დაახლოებით 600.000 ტურისტი დაზარალდება, რომლებსაც ტურისტული სააგენტოს მიერ სხვადასხვა მიმართულების სამოგზაურო პაკეტი აქვთ შეძენილი. გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში განაცხადეს, რომ პრობლემის შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს შექმნიან.



მსოფლიოში პირველი ტურისტული კომპანია Thomas Cook AG 1841 წელს დაარსდა. კონცერნს მსოფლიოს მასშტაბით, 16 ქვეყანაში 21.000 თანამშრომელი ჰყავს.