ტენეს ქარხანა საყოფაცხოვრებო მყარ ნარჩენებს იბარებს, რისი საშუალებითაც ქულების დაგროვებაა შესაძლებელი. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ერთი ქულა, ერთ ლარს უდრის, რითაც პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი.
"ჩვენთან გარემოზე ზრუნვა მომგებიანია! არ ჩაყარო საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენი ნაგვის ურნაში, შეინახე ცალკე და ჩაგვაბარე ჩვენ, სანაცვლოდ კი მიიღე ქულები, რომლითაც ისეთ ფასებად შეიძენ პროდუქციას, როგორშიც ვერსად ნახავ! პროდუქციის სანახავად დარეგისტრირდი დღესვე და მიიღე 30 ქულა წინასწარ: https://ginventor.ge/register
ჩაბარების მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე, სოხუმის ქუჩა 4/6ა.
ასევე მომავალში იგეგმება დამატებითი ჩაბარების პუნქტების გახსნა, მათ შორის სხვა ქალაქებში", - წერია ინფორმაციაში.