ჭიათურაში საბაგირო გზების რეკონსტუქციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 3 და იწყება კიდევ 1 საბაგირო ხაზის რეაბილიტაცია . ადგილზე დამონტაჟდება ახალი, გონდოლებიანი საბაგიროები და აშენდება საბაგირო სადგურები.
პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 40 მლნ ლარს აღწევს. სამუშაოებზე დასაქმებულია 50 და დასაქმდება 100-მდე ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტი გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც 1954 წლიდან ემსახურება ქალაქის მოსახლეობას.