საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 4 160 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
"ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა მოხმარდება:
• დაცული ტერიტორიების დაცვის უზრუნველყოფას;
• ტურისტების ჩამოსვლის უზრუნველყოფას;
• ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ძირითად სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფას;
• რეინჯერების ხელფასებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.