დანიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, - გასულ წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის 42 პროცენტი ქარის ენერგიით იქნა გადამუშავებული. TheGuardian-ის ცნობით, აღნიშნული ციფრი მსოფლიოში რეკორდულია. გასულ წელთან შედარებით, ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობა დანიაში 3 პროცენტით გაიზარდა.
"დანია დანარჩენი მსოფლიოსთვის მაგალითია, ჩვენ გვაქვს მწვანე პოლიტიკა და უსაფრთხო ენერგომომარაგება განახლებადი ენერგიის წყაროებით", - განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტმა.
რეკორდის დამყარების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 2015 წელი დანიაში ქარიანი ამინდებით გამოირჩეოდა. დანიას 2050 წლისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის 50 პროცენტის ქარის სადგურებიდან მიღება სურს.