დღეს, Young Lions Georgia 2019 -ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება.
ღონისძიება პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე მულტიფუნქციურ სივრცე "რესპუბლიკაში" გაიმართება.
დაჯილდოების ღონისძიება დაიწყება 19:00 საათზე და გამოვლინდება 5 გამარჯვებული გუნდი, რომელიც ივნისში, კანის რეკლამის ფესტივალზე მსოფლიო პირველობისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს.
კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერია „თიბისი ბანკი“. 2019 წელს დაგეგმილი ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერები არიან: Beeline, Adjarabet.com, USAID-ის პროგრამა, ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, რომელსაც ახორციელებს CENN, Socar Georgia. მედია მხარდამჭერია Marketer.ge .