მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი დიღმის ტერიტორიის განვითარებისთვის ჩარჩო გეგმა შეიქმნება

5ba3a0bf1068e
თამუნა დემეტრაშვილი
20.09.18 19:00
1045
დიდი დიღმის მიკრო-რაიონების შემდგომი განვითარების მიზნით, მერია ჩარჩო გეგმის შექმნას აპირებს. სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც მუნიციპალიტეტმა ამ მიზნით გამოაცხადა, ნათქვამია, რომ ნაკვეთების უსისტემო რეგისტრაციისა და პრივატიზაციის შემდგომ, განაშენიანება სტიქიურად მიმდინარეობდა, რის გამოც ტერიტორიაზე არ არის გზების ქსელი და სოციალური ინფრასტრუქტურა. მერიაში აღიარებენ, რომ ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მათთვის ნაკლებად პრიორიტეტული იყო, რაც ახალი მოსახლეობის არასაკმარისი სიმჭიდროვითაა ახსნილი. ჩარჩო გეგმის ფარგლებში, გამარჯვებულმა კომპანიამ მიწის რესურსის რაციონალური გამოყენების და სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის კონცეფცია უნდა ჩამოაყალიბოს და განსაზღვროს აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფონდის გაზრდის შესაძლებლობა. ჩარჩო გეგმა 578 ჰექტარი ტერიტორიისთვის უნდა მომზადდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები