მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ენგურჰესის აღდგენას, სავარაუდოდ, 3-4-დღეში შეძლებენ

5b083da77b95b
ლევან თაღიაშვილი
25.05.18 20:43
648
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ენგურჰესის აღდგენას, სავარაუდოდ, 3-4-დღეში შეძლებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ტექნოპარკში განაცხადა.

მისი თქმით, ენუგურჰესთან დაკავშირებით ამ წუთში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის პროცედურები და სავარაუდოდ, ხვალ დილისათვის პირველი აგრეგატის ჩართვა შესაძლებელი იქნება.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად გამოირთო, რის გამოც საქართველოს რეგიონებს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ შეეზღუდა.

"დღეს, 20:11 საათზე ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

სისტემაში არსებული რეზერვების და იმპორტის ხარჯზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი ჩართვა“, - ნათქვამი იყო სახელმწიფო ელექტროსისტემის გუშინ გავცრელებულ განცხადებაში.