რამდენიმე დღის წინ სადისტრიბუციო კომპანიებმა სადისტრიბუციო ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად დააფუძნეს, რომელშიც სფეროში არსებული აქტუალური პრობლემების გადაჭრის მიზნით მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები გაერთიანდნენ, - თემაზე “ბიზნესკონტაქტთან“ სადისტრიბუციო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია საუბრობს.
- რომელი პრობლემატიკა გამოყავით ასოციაციის დასაარსებლად?
- ეს პირველ რიგში, არის სასამართლოს ხელისუფლების არ არსებობა და გაჭიანურებული პროცესები, რადგანაც დრო ბიზნესისთვის ფულია და ამ ფულის გაჩერება დიდი ხნით ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეული და ხშირ შემთხვევაში დამღუპველიც არის. ასევე ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის ამოუღებელი თანხები, რომელიც ქსელში დიდხანს არის ხოლმე გაჩერებული და რაღაც კუთხით სავაჭროდაც აქვთ ხოლმე ამა თუ იმ არაკეთილსინდისიერ მეწარმე სუბიექტებს. საინტერესო ის არის, რომ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის გადაწყვეტილებებს ბორდი მიიღებს.
- რამდენად იზიარებენ ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიები იმ პრობლემებს, რომლებზეც თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ?
- რომელი პრობლემატიკა გამოყავით ასოციაციის დასაარსებლად?
- ეს პირველ რიგში, არის სასამართლოს ხელისუფლების არ არსებობა და გაჭიანურებული პროცესები, რადგანაც დრო ბიზნესისთვის ფულია და ამ ფულის გაჩერება დიდი ხნით ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეული და ხშირ შემთხვევაში დამღუპველიც არის. ასევე ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის ამოუღებელი თანხები, რომელიც ქსელში დიდხანს არის ხოლმე გაჩერებული და რაღაც კუთხით სავაჭროდაც აქვთ ხოლმე ამა თუ იმ არაკეთილსინდისიერ მეწარმე სუბიექტებს. საინტერესო ის არის, რომ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის გადაწყვეტილებებს ბორდი მიიღებს.
- რამდენად იზიარებენ ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიები იმ პრობლემებს, რომლებზეც თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ?
-100 პროცენტით იზიარებენ არა მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ასოციაციაში არიან გაწევრიანებული, არამედ ის კომპანიებიც, რომლებმაც გაიგეს, რომ ასოციაცია დაფუძნდა და შეგვეხმიანნენ.
- პირველ რიგში რომელ სახელმწიფო უწყებასთან აპირებთ კომუნიკაციას?
- უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ბიზნეს ომბუდსმენი, საიდანაც ჩვენ მუშაობას დავიწყებთ და ამის შემდეგ უკვე სხვადასხვა ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოსაც მივმართავთ. არის რიგი ცვლილებები შესატანი, რომელიც ჩვენს ბიზნესს დაიცავს. ყურადღება გასამახვილებელია, რომ ბიუჯეტის ერთი მესამედი ვაჭრობით ივსება. ვაჭრობის განუყოფელი კომპონენტი არის დისტრიბუცია. დისტრიბუციას ალბათ 50 პროცენტზე მეტი წილი უჭირავს. თუ სარეალიზაციო ბაზარი არ იქნა დაცული, სადაც პირი თავის წარმოებულ პროდუქციას მიაწვდის და თუ თანხა ვერ აიღო საკმაოდ დიდი პრობლემების ქვეშ ჩავარდება. ჩვენთან აგრეთვე მცირე მეწარმეები არიან გაწევრიანებულები, რომლებსაც საკმაოდ დიდი პრობლემები ექმნებათ, როდესაც ბაზარზე გატანილი პროდუქცია მათთვის საბოლოო ჯამში ამოუღებელი რჩება არაკეთილსინდისიერი მეწარმე სუბიექტებისგან, რომლებიც სამწუხაროდ ბაზარზე უკვე მრავლად არიან. ჩვენ ამ ასოციაციით არავის არ ვებრძვით. არც სავაჭრო ობიექტს ვუპირისპირდებით, უბრალოდ ამით მთავრობა გვინდა საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ საკმაოდ დიდი დარგია, რომელსაც, უპირველესად დაცვა სჭირდება და განვითარება. დღეს დისტრიბუციაში ათობით ათასი ადამიანია დასაქმებული. მხოლოდ 8 კომპანიას, რომელიც ჩვენს ასოციაციაშია გაერთიანებულია 2500-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ბიუჯეტში წელიწადში 50 მილიონ ლარამდე შეაქვს. ასეთი კომპანიები არის ასობით. საქართველოს ბაზარზე მინიმუმ 500 ასეთი კომპანია ოპერირებს. ყველაზე მტკივნეული კი დღეს არის დაუსჯელობის სინდრომი, რაც იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კომპანიებმა “მარშემ“ და “პოპულმა“ ტექნიკურად გაგვაცურეს და რა გააკეთეს ვერავინ გაიგო.
ამისთვის პასუხი არავის მოუთხოვია და ეს საკითხი ღიად არის დარჩენილი. აქედან გამომდინარე, დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული სუპერმარკეტების მიერ გადადგმული ნაბიჯებიც ანალოგიურად დაუსჯელი დარჩება. თუმცა ეს ჩვენს ბიზნესს ძალიან მძიმედ დააწვება. “პოპულის“ მიერ ასეთმა გადადგმულმა მცდარმა ნაბიჯმა რამდენიმე მეწარმე ბაზრიდან საერთოდ გააქრო.
- რა იქნება თქვენი პირველი ინიციატივა, რასაც საკანონმდებლო კუთხით მიმართავთ ხელისუფლებას და რა იქნება თქვენი ძირითადი რეკომენდაცია, რომ "მარშესა" და "პოპულის" მსგავსი შემთხვევები აღკვეცილი იყოს?
- ყველაზე მტკივნეული არის, ის რომ გაკოტრების კანონშია შესატანი ცვლილებები, რადგან ნებისმიერ შპს-ს შეუძლია გაკოტრებაზე შეიტანოს განცხადება და ამ დროს ყველა არსებული დავალიანება ჩერდება, არცერთი დავალიანების გადახდა არ უწევს და კვლავ შეუძლია მარტივად ოპერირება გააგრძელოს, როგორც ეს პირობითად “მარშემ“ გააკეთა. ეს თანხები გაყინულია, შემდეგ სასამართლო წლობით იწელება. რაღაც გეგმა დაიდება, რომელიც 20-30 წელზე იქნება გაწერილი და ფაქტიურად ეს თანხები დაკარგულია, რაც ძალიან მტკივნეულია. აქედან გამომდინარე, კვლავ ხელისუფლებას მინდა მოვუწოდო, რომ ჩვენთან, ასოციაციასთან აქტიურად ითანამშრომლონ. სადისტრიბუციო კომპანიებს კი ჩვენთან გაერთიანებას მოვუწოდებ, რომ სახელმწიფოს ერთიანი ძალებით გვერდზე დავუდგეთ, რადგანაც არაკეთილსინდისიერი მეწარმე სუბიექტებისგან ვიხსნათ, რომლებიც გადასახადების გადასახადს თავს არიდებენ.

























