გერმანული კონცერნი მომავლის ავტომობილების ახალ თაობაზე მუშაობს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები მარსის როვერის ვიზუალით გამოირჩევა. საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილი ელექტრომობილი არა მარტო ვიზუალით, არამედ, ტექნიკური შესაძბელბლებითაც ავტოინდუსტრიაში ახალი სიტყვაა.
"აუდის" მომავლის მანქანებს ფარები აღარ ექნება. მის ფუნქციას კი შუქდიოდურ ელემენტებზე მომუშავე ხუთი სამკუთხა დრონი შეასრულებს, რომლებიც ავტომობილის წინ იფრენენ. მფრინავი მოწყობილობები მანქანას გზას გაუნათებენ და ჩაშენებული კამერებიდან ვიდეო გამოსახულებას ავტომობილის მონიტორზე გადასცემენ.
თუმცა ეს ერთადერთი ინოვაცია არ არის, რასაც "აუდი" მომხმარებლებს სთავაზობს: 4.15 მეტრი სიგრძისა და 2.15 მეტრის სიგანის ოთხ-ადგილიანი, მაღალი გამავლობის მანქანის უკანა სავარძლების მოხსნა და მათი ჰამაკების სახით გამოყენებაა შესაძლებელი. ერთი დამუხტვით ის 400-500 კილომეტრს გადის. ავტომობილის შიდა დიზაინიც ორიგინალურია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ის ჰაეროვნად და მსუბუქად ივლის.
"აუდს" ავტომობილების სერიული წარმოება სურს. თუმცა, როდისთვის გამოუშვებს კომპანია ელექტრომობილებს მსოფლიო ბაზარზე ჯერ უცნობია.