მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება - "თელმიკო" (R)

61bb08e8bd486
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.21 14:06
4239
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება. თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია "თელასი", ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს, ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.

შესაბამისად, ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ახალი სქემის ამოქმედებასთან ერთად, წესდება გადახდის საშეღავათო პერიოდი, რომლითაც ისარგებლებენ პენსიის მიმღები პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები და მრავალშვილიანი ოჯახები. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ყოველი თვის 22 რიცხვამდე შეძლებენ. აღნიშნული ცვლილების შედეგად, მოსახლეობის ამ ჯგუფებისთვის, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადა, პენსიისა და სოციალური დახმარების მიღების ვადებზე იქნება მორგებული.

მნიშვნელოვანია, რომ პირველად მრიცხველების ერთიანი წაკითხვა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს განხორციელდება. შესაბამისად, დეკემბერი - გარდამავალი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც, თელმიკოს აბონენტების ნაწილი მიიღებს ელექტროენერგიის 2 ქვითარს. პირველ ქვითარს მომხმარებელი ჩვეულ დროს მიიღებს და მასში ასახული იქნება ელექტროენერგიის წინა თვის გადასახადი ანუ ნოემბერის და ნაწილობრივ დეკემბერის. მეორე ქვითარს აბონენტები მიიღებენ დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში და მასში ასახული იქნება დეკემბრის დარჩენილი დღეების გადასახადი.

გამონაკლისს წარმოადგენენ, მხოლოდ ის აბონენტები, რომლებიც სტანდარტულად თვის ბოლოს იღებენ ქვითარს, მათთან მხოლოდ ერთი ქვითარი იანვრის დასაწყისში მივა და მასში ასახული იქნება დეკემბრის თვის გადასახადი.

კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა თეა ნოზაძემ განაცხადა: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულერებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 2022 წლიდან, თბილისში, თელმიკოს ყველა აბონენტი ქვითარს თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. გადახდას მოსახლეობა შეძლებს ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, გადახდის საბოლოო თარიღი დაფიქსირებული იქნება ქვითარში ისევე, როგორც ეს ხდებოდა აქამდე, ხოლო პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები