საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში, ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა იგეგმება.
ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. განვითარების კონცეფცია, ასევე, განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის. სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება სვანეთისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ერთერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ტრასაა. ამ მიზნით შემუშავდება ტურისტული მარშრუტები ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე.
პროექტი ათწლიანია და მისი განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა.