2021 იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტმა 1.88 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 9 დასახელების პროდუქტის ექსპორტი გაზრდილია. საქონლის რეიტინგში ექსპორტის ყველაზე მაღალი 81% და 89% ზრდები თხილის და სამკერვალო ნაწარმის ექსპორტში დაფიქსირდა.
2021 წლის პირველ 6 თვეში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფები იყო:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $391 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.5%;2. მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - $205.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.6%;
3. ფეროშენადნობები - $186.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 58%;
4. ღვინოები - $104.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14.1%;
5. სპირტიანი სასმელები - $69 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29%;
6. მინერალური და მტკნარი წყლები - $66.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 34.6%;
7. აზოტოვანი სასუქები - $50.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14%;
8. მედიკამენტები - $42.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 5.8%;
9. ტრიკოტაჟის (სამკერვალო) ნაწარმი - $36 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 89%
10. თხილი და კაკალი - $35.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 88.6%;
11. სხვა დანარჩენი საქონელი - $697 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 39.7%