2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ახალი საზამთროს შესაძენად 2.2 მლნ დოლარი გავიდა. შედეგად ამ პერიოდში ქვეყანაში 11 849 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით, იმპორტის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 133.3%-ით გაიზარდა. აღსანიშნია, რომ იმპორტის ძირითადი მოცულობა ივნისზე მოდის. ამ პერიოდში ქვეყანაში 1.7 მლნ დოლარის 9 056 ტონა შემოვიდა.
საქართველოსთვის მთავარი საიმპორტო ქვეყანა, 6 თვის მიხედვით, თურქეთია. საიმპორტო ბაზრების რეიტინგი კი ასეთია:
1. თურქეთი - 1.8 მლნ დოლარი, 9 415 ტონა;
2. ირანი - 373 ათასი დოლარი, 2 353 ტონა;
3. აზერბაიჯანი - 15 ათასი დოლარი, 74 ტონა;
4. ნიდერლანდები - 7 ათასი დოლარი, 5 ტონა.
წლის პირველ ნახევარში საქართველომ საზამთრო (819 ტონა) ექსპორტზე მხოლოდ სომხეთში გაიტანა და შემოსავლის სახით 214 ათასი დოლარი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61.8%-ით ნაკლებია.




























