მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექვსი კონგრესმენის ახალი წერილი საქართველოზე – "ქვეყნის პროგრესი უკან-უკან მიდის"

5f21d3963d333
თამთა ჯიჯავაძე
29.07.20 23:51
1449
მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული ოცნება“ 2012 წელს მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში, ქვეყნის პროგრესი უკან-უკან მიდის, – ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელსაც ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს უგზავნიან.

„ჩვენ გწერთ, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში ბოლო პერიოდში დემოკრატიული მმართველობის კლებისა და პოტენციური კორუფციის გამო“, – წერია წერილში.

კონგრესმენების განცხადებით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ „მონიტორინგი გაუწიოს კერძო სექტორში საინვესტიციო გარემოს უწყვეტ გაუარესებას, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიებისთვის, ასევე საქართველოს მთავრობის ვალდებულებებს განაგრძონ დემოკრატიული რეფორმები“.

აღსანიშნავია, რომ წერილი 27 ივლისით თარიღდება.

კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ურჩევენ საქართველოს მთავრობის წევრებთან, მათ შორის პრემიერ გიორგი გახარიასთან სამომავლო შეხვედრების დროს გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:

„1. საქართველოს მოქმედი მთავრობა, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ უდგას სათავეში, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მანიპულირებული, რომელიც ცდილობს გააძევოს ის ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც საქართველოს და ამერიკის ეკონომიკებში ათწლეულებია თავიანთი წვლილი შეაქვთ. ეს კეთდება რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გაზრდისათვის.

2. საქართველოში შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული მოქმედებები ამერიკული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს უქმნის საფრთხეს, მათ შორის:

ა) ამერიკული კომპანიების განზრახ გაყვანა შავი ზღვის პორტის ინვესტიციებიდან/მფლობელობიდან, რის მიზანსაც რუსული და ჩინური გავლენებისგან საქართველოს განცალკევება წარმოადგენდა.
ბ) ირანის და რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გატარების არასრულფასოვნება, განსაკუთრებით პორტის საკითხის და სხვა კერძო სექტორის ინვესტიციების კონტექსტში.

3. ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ არ მიუღია საჭირო საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის და სამართლიანობის კუთხით", – აღნიშნულია წერილში.

მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს ხელს აწერენ ექვსი კონგრესმენი: მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები