მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა იანვარში $155 მლნ შეისყიდა

6405b5ac90b2d
შოთა ტყეშელაშვილი
06.03.23 14:01
1287
სტატიაში საუბარია:
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის იანვრის თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch-პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $155.2 მილიონი შეისყიდა, რაც მაქსიმალურ შესყიდვას წარმოადგენს.

მთლიანად 2022 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა Bmatch-ის მეშვეობით 578 მილიონი დოლარი შეისყიდა.

სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველოს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 4.9 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზერვების მოცულობა $630 მილიონით, ანუ 15%-ით გაიზარდა.

ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები