ევროკავშირმა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციაზე დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საქართელომ სამოქმედო გეგმის ყველა კრიტერიუმი შეასრულა. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს და გაატარა ყველა რეფორმა, რომელსაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა. გთავაზობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლს, ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლით სარგებლობის შესახებ.