მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook ლონდონში კიდევ ერთ ოფისს ხსნის

5b55ea70f3423
კესო კაციტაძე
23.07.18 18:46
574
Facebook ლონდონში ახალ ოფისს ხსნის, რომელიც 6000–ზე მეტი თანამშრომლისთვის იქნება გათვლილი. CNBC-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი ადამიანი დასაქმდება ახალ ოფისში.

როგორც Northen Europe -ს წარმომადგენელმა სტივ ჰეტჩმა აღნიშნა, Facebook ბევრ ახალ პროექტზე მუშაობს, მათ შორის სხვადასხვა კომპანიებთან კოლაბორაციასა და ახალ აპლიკაციებზე.

„დღეს, ჩვენი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობა დიდი გამოწვევების წინაშეა, დიდი სურვილი გვაქვს გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი და შესაბამისად დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა“, - აღნიშნა ჰეტჩმა განცხადებაში.

Facebook-მა გასულ წელს ლონდონში 800 ადამიანი დაასაქმა.

სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ კომპანია ამ ნაბიჯით 50 მლნ მომხმარებლის პირადი მონაცემების უკანონო მითვისების სკანდალის შემდეგ, ბრიტანეთის ნდობის დაბრუნებას ცდილობს.