Reuters-ის ინფორმაციით, კომპანია Facebook-მა მობილური ტელეფონის მომხმარებლებს ნება დართო სოციალური ქსელით სარგებლობისთვის, ანონიმური ბრაუზერი Tor-ი გამოიყენონ. სმარტფონების მომხმარებლები რომლებიც Android-ს იყენებენ, შეძლებენ ანონიმური ბრაუზერი გამოიყენონ სპეციალური პროგრამის საშუალებით. Facebook-ზე წვდომა Tor-ის საშუალებით პერსონალური კომპიუტერით დასაშვები 2014 წლიდან გახდა. ამ სერვისის ჩართვა სმარტფონმების მფლობელთათვის დიდი რაოდენობით მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად მოხდა, აღნიშნავენ კომპანიაში. Tor Project-ის წარმომადგენელთა განმარტებით, კი ახალი სერვისი iPhone ის Apple-ს მფლობელებისთვის წარმოებაში ჩაშვება ჯერ დაგეგმილი არ არის.