მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფქვილის შემცირებული ფასი პურზეც უნდა აისახოს“ - პრემიერს პურის გაიაფების მოლოდინი აქვს

642aa73b6eae6
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.23 14:16
1011
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ფქვილის ფასის შემცირება, პურის ღირებულებაზე უნდა აისახოს. პურის გაიაფების მოლოდინი ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიკამენტების, სურსათის და საწვავის ფასების კლების დინამიკაზე საუბრისას გამოთქვა.

„გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე, საწვავზე. ასევე საუბარი გვქონდა პურის მწარმოებლებთან და მოლოდინი გვაქვს, რომ მათგანაც შესაბამისად იქნება ასახვა, რადგან ფქვილის ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. შესაბამისად, ეს პურის ფასზე უნდა აისახოს. ოთარ შამუგია ესაუბრა ამ დარგის წარმომადგენლებს (პურის მწარმოებლებს) და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.


შეგახსენებთ, რომ 29 მარტს მალხაზ დოლიძემ ფქვილის გაიაფების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და ისიც თქვა, რომ პურის ღირებულება არ შემცირებულა. პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც პურის ფასი დღემდე არ შემცირებულა. „სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე ფასები დაკორექტირდეს დაკლებისკენ... არის ასეთი მოლოდინიც, რომ პურის ფასიც, შესაძლოა, შემცირდეს, მაგრამ ამას მუშაობა და დრო უნდა. ამისთვის კომპანიებთან ვმუშაობთ“, - აღნიშნა დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები