ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 332.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 94.2 პროცენტი მოდიოდა.
ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.9 მლნ აშშ დოლარი (43.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მლნ აშშ დოლარისა (42.8 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.