მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადახდისუუნარობის კანონპროექტით, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებისთვის 12-თვიანი პერიოდი გაიწერა

5cda7577444b9
სალომე მეცხვარიშვილი
14.05.19 11:57
750
გადახდისუუნარობის კანონპროექტით, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებისთვის 12-თვიანი პერიოდი გაიწერა.

როგორც ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნანა ამისულაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გეგმის დამტკიცებისთვის ვადა დღესაც არსებობს, თუმცა არ არის გათვალისწინებული შემთხვევები, როცა პროცესები ამ ვადებში ვერ ეტევა.

კანონპროექტის პირველად ვარიანტს მისი ავტორები ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აცნობენ.

‘დღევანდელ კანონში არ გვაქვს ჩაკეტილი ვადები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ განუსაზღვრელად გაიწელოს პროცესები. ახალ კანონპროექტში დადგენილია ჩაკეტილი ვადები და დაინტერესებულია მხარე, რომ დროულად და ეფექტურად შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც კანონით აქვს დადგენილი. მაგალითად, კონკრეტულად გვაქვს მითითებული რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების ვადა. ეს დღევანდელ კანონშიც არის დადგენილი, მაგრამ შედეგები არ გვაქვს, რა მოჰყვება ვადების დარღვევას. კანონპროექტში კი წერია, რომ ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირდაპირ იწყება გაკოტრების პროცესი.

ასევე არის კრედიტორთა უფლებები დაბალანსებული. აქამდე მხოლოდ უზრუნველყოფილი კრედიტორები ამტკიცებდნენ გეგმას, ახლა ორივე ჯგუფია ჩართული, როგორც - უზრუნველყოფილი, ასევე - არაუზრუნველყიფილი", - აცხადებს ნანა ამისულაშვილი.

მისივე თქმით, კანონოროექტში გაიწერა ქონების რეალიზაციის სხვადასხვა ფორმა:

„აქამდე იყო მხოლოდ იძულებითი აუქციონის წესით ქონების რეალიზაცია, რაც ძალიან უხეში იყო და თან ვადებში იყო გაწერილი. ამიტომ შესაბამისი ფასის მიღწევა ვერ ხერხდებოდა. კანონპროექტით არის შესაძლებელი, ავირჩიოთ ქონების რეალიზაციის ჩვენთვის სასურველი ფორმა, მაგალითად, პირდაპირი მიყიდვა, კერძო აუქციონი, რაშიც უფრო მეტ თანხას ავიღებთ“, - აღნიშნა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა.

რაც შეეხება მინორიტარი კრედიტორების უფლებებს, ნანა ამისულაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტში ამ მიმართულებითაც არის ჩადებული დაცვითი ნორმები.

„არის ჩამოყალიბებული პრინციპები რეაბილიტაციის გეგმის, რა პრინციპების გადახვევის შემთხვევაში უბრალოდ ვერ დამტკიცდება გეგმა. სწორედ ამითია დაცული მცირე კრედიტორების უფლებები", - აცხადებს ნანა ამისულაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები