მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და დამატებით ნაბიჯებს საჭიროების მიხედვით გადავდგამთ - სახდეპი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე

6463e9e63d1d5
ალა ისპირიანი
16.05.23 23:48
1356

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელმა საქართველო-რუსეთს შორის აღდგენილი ფრენების შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვითარების მონიტორინგს გააგრძელებს და დამატებითი ნაბიჯები საჭიროების მიხედვით გადაიდგმება.

"თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება, ეს შემაშფოთებელი იქნება არა მხოლოდ შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის, არამედ კომპანიებისთვის, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში ოპერირებენ. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსეთის ფედერაციას და მიგვაჩნია, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურების დრო არ არის.

ძალიან მკაფიოდ გავაჟღერეთ ჩვენი შეშფოთება ამ საკითხის მიმართ. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, რადგან რუსული თვითმფრინავების ჩვენს საჰაერო სივრცეში შესვლა აგვეკრძალა, ისევე როგორც ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ გააკეთა. ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ სიტუაციას მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს, მაგრამ წინასწარ ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ვედანტ პატელმა. 

"კომპანიები, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებენ შესაძლოა სანქციების რისკის ქვეშ დადგნენ"

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები