ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ყვარელში ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა ქეთი კოვზიაშვილმა განუცხადა.
„არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ყველა დეტალის გაჟღერება არ შემიძლია. ამ ეტაპისთვის საგამოძიებო მოქმედებები და სპეცოპერაცია მიმდინარეობს. თანხასთან დაკავშირებით მოთხოვნა იყო“, - განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა.
ცნობისთვის: გავრცელებული ინფორმციით, შეიარაღებულ მოქალაქეს 12-მდე მძევალი ჰყავდა აყვანილი და 0.5 მლნ ლარს ითხოვდა.