მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები არ იქნება გამკაცრებული - "მიქსორი"

5e5cce25a47ff
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.20 21:50
975
სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია „მიქსორი“ საფინანსო სექტორში ამოქმედებულ რეგულაციებს აფასებს და ამბობს, რომ მათ კომპანიაზე აღნიშნულმა რეგულაციებმა 2019 წლის პირველ ნახევარში უარყოფითად იმოქმედა.

როგორც BM.GE-ის „მიქსორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ილია შიხაშვილმა განუცხადა, კომპანიაში იმედი აქვთ რომ საფინანსო სექტორში რეგულაციები არ გამკაცრდება.

„საბანკო სექტორში ამოქმედებული რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სამშენებლო სექტორზე. გასული წლის მაგალითი რომ ავიღოთ, აღნიშნულმა რეგულაციებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, ზაფხულში იყო ძალიან დიდი ჩავარდნები და ამ საკანონმდებლო ბაზის კორექტირებამ მესამე კვარტლიდან, გარკვეულწილად ტენდეცია ოპტიმისტური გახადა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული მიმართულებითაც საკანონმდებლო ბაზა არ იქნება გამკაცრებული და შესაბამისად, დარგს ექნება სტაბილური ზრდის განცდა და რეალობაში ასახვაც.

2019 წელს ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ გაყიდვებში გვქონდა კლება, თუმცა მესამე კვარტლიდან გამოსწორდა და საბოლოო ჯამში წელი ზრდით დავასრულეთ“, - განაცხადა „მიქსორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.