მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის ელჩი: საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული

5cf383dadef30
ელენე ჩომახიძე
02.06.19 12:05
3971
საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული,- ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი აცხადებს.
დიპლომატი იმ მიმართულებებზეც საუბრობს, რომლებზეც საქართველომ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებისთვის აქცენტი უნდა გააკეთოს.

„ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკა ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად ვითარდება, კარგი ბიზნეს გარემოა, შემცირებულია საგარეო ვალი, ინფლაციის დონე შემცირებულია. რაც შეეხება სიღარიბეს, ის კვლავ პრობლემად რჩება, თუმცა ბოლო ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ თვალსაზრისით ცხადია მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს, ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს პოტენციალი, რაზეც ვისაუბრე პრაქტიკაში გადმოიტანოთ და მისი რეალიზება მოხდეს, ამისათვის კი საჭიროა, რომ მაგალითად ბერკეტად გამოიყენოთ ევროკავშირთან ღრმა დაა ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, მოახდინოთ იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომელზეც ფოკუსირდებით. ეს უნდა მოხდეს გონივრულ დროში. ეს ეხება საშუალოვადიან პერიოდში გასატარებელ ღონისძიებებს.
რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდში გასატარებელ მნიშვნელოვან ზომებს, ისინიც უნდა განახორციელოს მთავრობამ, რათა ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს ქვეყანა: ასეთია მაგალითად პოლიტიკური სტაბილურობა, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა, ინსტიტუციების სტაბილურობა, დემოკრატია და ზოგადად ყველა ის რეფორმა, რომელიც საიმედოობის განცდასა და უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს პოტენციური ინვესტორისთვის. გამოვყოფდი კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობასა და ამჟამად მიმდინარე საპენსიო რეფორმასაც, ისევე როგორც გადახდისუუნარობის რეფორმას - ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის.
საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული. აქვე აღვნიშნავ, რომ ყველაზე პერსპექტიული სექტორი საქართველოში ტურიზმია სხვადასხვა მიზეზების გამო. ამ სექტორში ყველას თანაბარი შანსები აქვს განახორციელოს კონტრიბუცია და მიიღოს შემოსავალი, ტურიზმი საქართველოს ინკლუზიური ზრდის გარანტია“,- აცხადებს ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები