მომდევნო ეკონომიკური კრიზისი JP Morgan-ის მიხედვით, შესაძლოა 2020 წელს მოხდეს. 2008 წლის შემდეგ საინვესტიციო ბანკმა სპეციალური მექანიზმი შეიმუშავა, რომელიც ბაზრის ცვლილებებს იკვლევს და ადგენს, თუ როდის შეიძლება მომავალი მსოფლიო კრიზისი დაიწყოს. ამ მოდელის მიხედვით, გლობალური ეკონომიკა ამ დარტყმას 2020 წელს მიიღებს, თუმცა Bloomberg-ის მიხედვით, ეს კრიზისი შედარებით მსუბუქ ფორმებში განვითარდება ვიდრე 2008 წელს იყო.
2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, უძრავი ქონების ფასები 31.8%-ით შემცირდა, ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ პრობლემების აღმოსაფხვრელად $350 მილიარდი დახარჯა, ბანკებს კი ეს კრიზისი $194 მილიარდი დაუჯდათ.