კასპის სასურსათო ქარხანა წარმოებას აფართოებს - მომავალ წელს "თიემთი" ნატურალური წვენების საამქროსა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას აპირებს. ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" ქარხნის დირექტორმა თამაზ მერაბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გაფართოებისთვის დამატებითი თანხები სჭირდებათ და სესხის აღებას სახელმწიფო პროგრამით აპირებენ.
მხოლოდ ნატურალური წვენების საამქროსთვის ბიზნესმენს მილიონი ლარი სჭირდება.
როგორც თამაზ მერაბაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, 2017 წელს გეგმავენ, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასაც და ამ მიმართულებით მოლაპარაკებას ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ახორციელებენ. განიხილება პროდუქციის ექსპორტი ყაზახეთშიც.
ამ ეტაპზე კომპანია პროდუქციის ექსპორტს აშშ-ში, ჩეხეთსა და უკრაინაში ახორციელებს. პროდუქცია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის მარინადს, საწებლებს, წვენებს და ა.შ.