მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო იხსნება

5b5361cf3496c
სალომე ჭიპაშვილი
21.07.18 21:36
3376
აგვისტოს დასაწყისში კახეთში, ხორცის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეონატურალსი“ გაიხსნება. ახალი საწარმო სოფელ გამარჯვებაში 800 კვადრატულ ფართობზე განთავსდება და აგვისტოს ბოლოს მომხმარებლებს მზა სადილებს ე.წ ევრო ქილებში შესთავაზებს.

„მზა სადილები დამზადებული იქნება საქონლის ხორცისგან და სხვადასხვა კუთხის ქართული სამზარეულო იქნება წარმოდგენილი. პირველი ეტაპისთვის მომხმარებლებს ნიგვზიან ხარჩოს მეგრულად, საქონლის ხორცის ფლავს კახურად, ყალიას იმერულად და ქათმის ჩახოხბილს შევთავაზებთ“.- აცხადებს bm.ge-სთან საუბარში „ჯეონატურალსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ბაღდავაძე.

ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნისთვის სულ 380 600 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. „ჯეონატურალსი“ პირველ ეტაპზე 80 ტონა საქონლის ხორცის გადამუშავებას გეგმავს. ხორცის შესყიდვა ადგილობრივ ბაზარზე მოხდება მწარმოებელ ქვეყანად კი ეტიკეტზეც „საქართველო“ იქნება მითითებული.

„ჯეონატურალსის“ 400 გრამიანი მზა სადილების ასორტიმენტი თავდაპირველად შიდა ბაზარზე იქნება წარმოდგენილი, რომელთა ქსელში გასაყიდი ფასი 10-11 ლარი იქნება. რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიაში აცხადებენ, რომ აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრანასთან, ბელარუსთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები