"ფაქტიურად სახელმწიფო გვთავაზობს, რომ ბიუჯეტს კერძო სექტორმა უნდა ასესხოს თანხა წინასწარ, ამაში არანაირი სარგებელი არ მიიღოს, საკუთარი ფულადი სახსრების დასაფინანსებლად კი მათ მოუწევთ სესხის აღება“, - საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ავანსის დღგ-თიდაბეგვრას გულისხმობს ბზნესკონტრაქტთან ირაკლი კილაურიძე აფასებს. Colliers International Georgia-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნული „უსამართლო გარიგებას“ ჰგავს, რომელიც ბიზნესისთვის ხელშემწყობი არაა. მისივე თქმით, იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც გრძელვადიანი პროექტები უკვე დაწყებული აქვთ, ცვლილება ერთგვარი „სუირპრიზი იყო“.
თუმცა ბიზნესთან კომუნიკაციის ნაკლებობა უარყოფენ ფინანსთა სამინისტროში, როგორც ბიზნესკონტრაქტს მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ განუცხადა, საკითხზე წინასწარი კორდინაცია კერძო სექტორთან შედგა.
"უმჯობესი იქნებოდა, რომ კანონი შეხებოდა იმ პროექტებს, რომელიც ახლა იწყება და არა იმათ რომელიც უკვე დაწყებულია და პროცესშია.
ნებისმიერი კანონი, რომელიც ბიზნესს ეხება სწორად და თანმიმდევრულად უნდა იყოს მიწოდებული. არ არსებობს კერძო სექტორი, რომელიც მიესალმება გადასახადის გაზრდას ან გამკაცრებას.
ეს თითქოს უსამართლო გარიგებაა, ერთის მხრივ სახელმწიფო სესხულობს კერძო სექტორისგან და ხარჯი ეზრდება კერძო სექტორს. ბიზნესისთვის ხელშემწყობი ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის", - განაცხადა კილაურიძემ.

























