მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოლეჯი „სპექტრი“ ახალ პროგრამას იწყებს

63651c4e4de47
მარიამ დემეტრაშვილი
07.11.22 10:15
1278
პროფესიული კოლეჯი „სპექტრი“ ახალი წლიდან კერამიკული ნაკეთობის შემსწავლელ პროგრამას იწყებს. როგორც კოლეჯის ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა, პროგრამაზე სწავლა სრულიად უფასოა და მასზე მოსახვედრად მხოლოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო.

„ახალი წლიდან ვიწყებთ კერამიკის მიმართულების განვითარებას ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად. ამ პროგრამის ფარგლებში, ადამიანებს შეეძლებათ არა მხოლოდ შეისწავლონ ეს პროფესია, არამედ გასაყიდი პროდუქცია შექმნან.

ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შევუქმნათ საუკეთესო სასწავლო პირობები, შემდგომ დავეხმაროთ ბიზნესთან ურთიერთობაში და იმაში, რომ თავიანთი სასაქონლო პროდუქცია გაყიდონ“, - განაცხადა მათე ტაკიძემ.

მისივე თქმით, მზარდია მოთხოვნა ხის მხატვრული კვეთის პროგრამაზეც, რომლის შესწავლის შემდეგაც, არაერთმა ადამიანმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.

„დიდი მოთხოვნა იყო ხის მხატვრულ კვეთაზე. ძალიან საინტერესო მაგალითები გვაქვს - ქალებმა დაიწყეს არა მხოლოდ ამ პროფესიის შესწავლა, არამედ საკუთარი ბიზნესიც. მათი ნამუშევრები დღეს სოლიდურად იყიდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - ევროპაშიც. მინდა, რომ ეს მაგალითები გაიგოს მთელმა საქართველომ. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დიასახლისს მივცეთ განათლების უფასოდ მიღების და შემდეგ, ამ განათლების კომერციალიზაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა „სპექტრის“ ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები