მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდმართვის ფორმატიდან გასვლამ კლინიკებში ლიკვიდობის პრობლემა შექმნა - „ჯეო ჰოსპიტალსის“ CEO

6257e2ca1e59d
თამთა ჯიჯავაძე
13.04.22 01:00
1838
კოვიდმართვის რეჟიმიდან ამორთვამ მთელ რიგ კლინიკებში გამოიწვია და კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს ლიკვიდობის პრობლემას, - ამის შესახებ გადაცემა Forbes Health-ში „ჯეო ჰოსპიტალსის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ზურაბ ქიტოშვილმა განაცხადა.

ის კლინიკებისთვის ორ მთავარ გამოწვევას ასახელებს.

„დაფინანსების ჩარიცხვა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მაღალი დატვირთულობის დროს არსებობდა, რეალურად დღეს კიდევ ხდება. ის დებიტორები, რომელსაც სახელმწიფო წარმოადგენს, ეტაპობრივად იფარება და ეს პროცესი გრძელდება. თუმცა ის ჩავარდნა, რაც დღეს მთელი გამოწვევების ფონზე პარალელურად არსებობს, უახლოეს პერიოდში აქტიურად მოახდენს გავლენას. კერძოდ, ის ფინანსური რესურსი, რისი დაგენერირებაც იმ პერიოდში მოხდა, ახლა იხარჯება და შესაძლოა დამატებითი კაპიტალის მობილიზება გახდეს საჭირო ამ რესურსის გრძელ ვადაში გადასარჩენად. აქედან გამომდინარე, ეს დარგის გამოწვევას კიდევ უფრო აღრმავებს.

მეორე გამოწვევა, რაც ჩვენ და არამარტო ჩვენს კლინიკას დაუდგა, არის პერსონალის დარგს გარეთ ძალიან მაღალი გადინება. საუბარია დაბალანაზღაურებად პერსონალზე, რომელიც დღეს მასობრივად ტოვებს ჩვენს დარგს. შესაბამისად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია რომ ახალი სატარიფო პოლიტიკა სწორად დაგეგმილი სტრატეგიის ფონზე, მაქსიმალურად მოკლე დროში დავაწიოთ ამ პროცესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარგი დარჩება პერსონალის გარეშე, რომელიც შესაბამის სამუშაოს დარგს გარეთ, სხვა ინდუსტრიებში იპოვის“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, Covid-კლინიკების ანაზღაურების სისტემა 1 მარტიდან შეიცვალა და მათი დაფინანსება ახლა ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები