„უახლოეს წარსულში საქართველომ გაბედული ნაბიჯები გადადგა“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა თბილისში, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ლაგარდმა აღნიშნა, ქვეყანაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებელი ¾-ით შემცირებულია და სიცოცხლის ხანგრძლივობა 6%-ით გაიზარდა.
„უახლოეს წარსულში საქართველომ გაბედული ნაბიჯები გადადგა - ფისკალური დეფიციტი შემცირებულია, ინფლაცია დაჭერილია და ბონდები კაპიტალიზებულია. არ არის გასაკვირი, რომ მომავალ წელსაც ასეთი ძლიერი ეკონომიკური პერსპექტივები გვაქვს,“ - განმარტა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი იმყოფება.