თბილისის მერიაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი კუს ტბის საბაგიროს გახსნა ივლისში იგეგმება. ასევე ვიცე-მერის განცხადებით, 9 მარტს დასრულდება ტენდერი, რომელიც 175 ახალი ევროპული სტანდარტების ავტობუსის შემოყვანას ითვალისწინებს.
"ახალი ავტობუსები თბილისში მიმდინარე წლის აგვისტოში შემოვა და ქალაქს თანამედროვე ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ. თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, დაგეგმილია ასევე ახალი ავტობაზის მშენებლობა, რომელიც ახალ ავტობუსებს მოემსახურება.