მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლავროვის თქმით, საქართველოს ეკონომიკის 10%-ით ზრდა დიდწილად რუსეთის დამსახურებაა

63c7d3fd56c83
ვიქტორია მღებრიშვილი
18.01.23 15:12
1810
"საქართველოს პოზიცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ამოქმედებულ სანქციებს არ შეუერთდება, პატივისცემას იწვევს" - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ვხედავთ, თუ რა ზეწოლას განიცდიან საქართველო და სხვა ქვეყნები დასავლეთის მხრიდან, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების ღია, საჯარო მიერთებას მოითხოვს. ის, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს ვაჟკაცობა, განაცხადოს, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებით იხელმძღვანელებენ, პატივისცემას იმსახურებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის მალე აღდგენის იმედი გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომომიკის 10%-ით ზრდა დიდწილად რუსეთთან კავშირის დამსახურებაა. 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ხალხს შორის ურთიერთოება აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ გასულ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით, დიდწილად რუსეთთან მიმართებით ტურიზმისა და ვაჭრობის ხარჯზე გაიზარდა. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები