ესპანეთის საკურორტო ზონაში მალიორკას კუნძულზე 3 სანაპირო ზოლზე სიგარეტის მოწევა ღია ცის ქვეშ, პლიაჟებზეც აკრძალეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება კუნძულების ადმინისტრაციამ მიიღო.
ადგილობრივ მთავრობაში განარტავენ, რომ სანაპირო ზოლზე სიგარეტის მოწევა ავნებს როგორც - გარემოს, ასევე იქ მყოფ ბავშვებს და არამწეველ ადამიანებს.
ამ დროისათვის, არამწეველ ზონად გამოცხადდა ბალეარის კუნძულების კიდევ სამი, ტურისტებში პოპულარული პლიაჟი. ესენია: კალა დეია, კოლონია დე სანტ პერე და კალა მილორი.
ამ გადაწყვეტილებით, მალიორკასა და მენორკას ტურისტულ კუნძულებზე მთლიანობაში 8 არამწეველი სანაპირო აქვს. 5 პლიაჟზე მოწევა ჯერ კიდევ ივლისში შეიზღუდა.
როგორც "Mallorca Magazin"-ი იუწყება, რეგულაციებს ტურისტებსა და ადგილობრივებში უკმაყოფილება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სიგარეტის მოწევა საფრანგეთის დედაქალაქის 52 სკვერსა და ბაღის ეზოშიც აკრძალეს.