მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მალიორკაზე მოგზაურობისას გასათვალისწინებელი აუცილებელი წესები - რისთვის შეიძლება დაგაჯარიმონ?

5cf81f618630f
მიშა ხაჩიძე
05.06.19 20:05
1709
თუ მალიორკაზე მოგზაურობას გადაწყვეტთ, ახალი რეგულაციების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ჯარიმები გემუქრებათ.

ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საკურორტო ზონაში ქცევის ახალი წესების შემუშავების შესახებ გადაწყვეტილება პალმა დე მალიორკის გამგეობამ მიიღო; რეგულაციები შეიმუშავეს, დაამტკიცეს და უკვე ძალაშიც შევიდა.

ქცევის ახალი წესები ტურისტებს ფართის მოწყობას, გართობასა და კომფორტულად დასვენებას უზღუდავს. რელაქსაციის ნაცვლად დამსვენებლებს რეგულაციებზე კონცენტრირება უწევთ - მცირე გადაცდომის შემთხვევაშიც ესპანური პოლიცია კანონის სრული სიმკაცრით მოგთხოვთ პასუხს.

საკურორტო ქალაქ პალმა დე მალიორკას ქუჩებში კვება ტაბუ დადებული თემა გახდა: იმ შემთხვევაში თუ სასმელსა და საკვებს რესტორნიდან გამოიტანთ და ქუჩაში მიირთმევთ, პოლიცია 70 დან 90 ევრომდე ჯარიმას გამოგიწერთ.

ღამით კი, 24:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე ალკოჰოლის დალევა მხოლოდ, კლუბებში, ბარებსა და რესტორნებშია ნებადართული, კანონის დარღვევის შემთხვევაში, 3000 ევროიანი ჯარიმა გემუქრებათ.

ამას გარდა, საკურორტო ქალაქში აკრძალულია ხმაურიც - სანაპირო ზონებში ხმამაღალი შეძახილები, მუსიკის მოსმენა ან ყვირილი 100 დან 750 ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებს. იგივე რაოდენობის მოსაკრებელია დაწესებული ქუჩაში სექსსზეც.

კანონით აიკრძალა გარემოვაჭრეებთან ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებული ვერსიების შეძენაც: მაგალითად, სათვალის, ჩანთის ან საცურაო კოსტუმისაც კი; იმ შემთხვევაში თუ პოლიციამ წაგასწროთ, 750 ევროთი დაგაჯარიმებენ.

წესრიგს წლევანდელ საზაფხულო სეზონზე 640 პოლიციელი იცავს, თუმცა ქალაქის მერია მათი რაოდენობის გაზრდასაც აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები