მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე არაკვალიფიციურ კადრებზე - ეს სამწუხარო რეალობაა

5a902b1146b89
სალომე მეცხვარიშვილი
23.02.18 20:00
6540
"თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქვეყანაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა და საქართველოში არ არიან იმ პროფესიის სპეციალისტები, რომლებზეც მოთხოვნა არსებობს.

"სამწუხაროდ, ჩვენ ერთი მხრივ, გვაქვს საკმაოდ დიდი ემიგრაცია და ქვეყანაში გვაქვს არაპროფესიული განვითარების მქონე ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი.

ანაკლიის პორტის მიმართულებით, გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება USAID-თან, რომელთან ერთადაც ძალიან მალე მოხდება ერთობლივი პროექტის დაანონსება. საკმაოდ სერიოზული თანხა იქნება გამოყოფილი სწორედ ამ მიმართულებით, რომ ჩვენ გავზარდოთ სპეციალისტები, რომლებიც იმუშავებენ პორტში და ამ ინფრასტრუქტურაში. ასევე, ჩვენი პარტნიორი SSA Marine სულ რამდენიმე თვეში გამოაგზავნის საკმაოდ ძლიერ ჯგუფს, რომელიც ქართველი ახალგაზრდა ინჟინრების შერჩევას დაიწყებს და პორტის მშენებლობის დროს 2 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბებს მათ მაღალ პროფესიონალებად.

მთლიანობაში, მთავრობის კონცეფცია, რომ ორმაგი სწავლების პრინციპი იყოს დანერგილი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ პროფესია და ეს პროფესია უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის",- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები