მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

5ea021aa9b1ce
BM.GE
22.04.20 14:48
2910
მარნეულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივი მოსახლეობა მოსავლის რეალიზებასა და შეზღუდვების მოხსნას ითხოვს.

მარნეულის ადგილობრივი რადიოს ინფორმაციით, შეკრებილები აცხადებენ, რომ ხელისუფლება რაიონიდან მათი პროდუქტების გატანას ვერ უზრუნველყოფს და ამის სადემონსტრაციოდ, აქციის მონაწილეები ადგილზე პროდუქტებით მივიდნენ. 

ჟურნალისტის თქმით, მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომარეობას აპროტესტებს და მათ გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მისვლას და მათგან პასუხის მიღებას ელიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები