თბილისის მეია მუნიციპალურ ავტოსადგომებზე, ალექტრო ავტომობილებისთვის დამტენების უფასო მონტაჟს გეგმავს. თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, იმ მოქალაქეებს, ვისაც ასეთი მანქანები ჰყავთ, შეუძლიათ მიმართონ მერიას და გამგეობებს.
,,მათ საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც არის ავტოსადგომები, უფასოდ დავამონტაჟებთ დამტენებს. ამ გადაწყვეტილების მიზანია, რომ ელექტრომობილები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს”-განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ მთავრობა საავტომობილო პარკის ელექტრომანქანებით ჩანაცვლებას გეგმავს. უახლოს 10 წელში, გეგმის მიხედვით, ავტოპარკის 90%-ს, სწორედ ელექტრომანქანები უნდა შეადგენდეს.