თუ ოდესმე გიოცნებიათ, რომ კომფორტის ზონიდან არ გამოხვიდეთ და ისე იმგზავროთ ცაში და თან სასტუმროში, მაშინ თქვენ გაგიმართლათ - ამის შესახებ გამოცემა Cnn Money წერს.
საოცნებო ჯეტი საათში 74 ათასი დაგიჯდებათ. თვითმფრინავს ჩინური ჯგუფი HNA Group ფლობს. კომპანიამ ბოლო პერიოდში Hilton-ის 25%-იც შეიძინა.
ჯეტს მსოფლიოში ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია გადაადგილება.
ჯეტის საძინებელი სამეფო მოთხოვნებს ერგება. აქვე ნახავთ ყველაზე დიდი ზომის საწოლს და 42-ინჩიან ტელევიზორს. ასევე აბაზანას, რომელსაც შეუძლია ცხელი წყლის ერთი საათის განმავლობაში მიწოდება. აქვეა ბიზნეს კლასის მისაღები ოთახი.
განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნებია მომუშავე პერსონალთანაც - პილოტებს მოეთხოვებათ 10 ათასი საათის ფრენის გამოცდილება, აქედან 2 ათასი ამავე მოდელის ჯეტში უნდა ჰქონდეთ გატარებული.