Microsoft პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ქართულ კომპანიებს განვადებას სთავაზობს. როგორც კომპანიის ქართულ წარმომადგენობაში „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადეს, სალიზინგო ხელშეკრულებით სარგებლობას ბიზნესს თიბისი ბანკი სთავაზობს.
"პირობები ძალიან საინტერესოა რადგან ჩვენ შემოვიტანეთ უნიკალური პროგრამა განვადების სახით. 11 თვით შეუძლაით თანხის გადავადება კომპანიებს, რაც ბიზნესისთვის ძალიან მოსახერხებელია. განვადება ხდება თიბისი ლიზინგში ჩვენი პარტნიორების მეშვეობით.
განვადების ეს სისტემა ჯერ-ჯერობით უნიკალურის საქართველოში და სხვა ქვეყნებიც გეგმავენ მის შემოღებას", - განაცხადა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას მაიკროსოფტ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ.
ამჯერად საქართველოში არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მაჩვენებელი 84%-ია. ბოლო ერთ წელში კი ლეგალური პოგრამული უზრუნველყოფა მცირე და საშუალო ბიზნესის 230-მდე წარმომადგენელმა შეიძინა.

























